საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი ოპოზიციის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს.
ოქრიაშვილი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ოპოზიცის წევრებს ფსევდოპოლიტიკოსებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ისინი გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ მოქმედებენ. ოქრიაშვილის შეფასებით, ეს ადამიანები დაკვეთებს ასრულებენ. ოქრიაშვილი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს და თვლის, რომ ეს ყველაფერი მის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გამოთქმული წინააღმდეგობის გამო ხდება.