საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ უკვე შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი, რაც დეპუტატებს შესაძლებლობას მისცემს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუფერხებლად შევიდნენ და მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ. კახა კუჭავას განმარტებით, მისი უფლებამოსილება ეხება მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებებს და რადგან გორის ჰოსპიტალი არ წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებას, ამ შემთხვევაში, მოხდა გარკვეული დროით შეფერხება. თუმცა, მიხეილ სარჯველაძისა და იუსტიციის მინისტრის მოადგილის ჩართულობით აღნიშნულ საკითხი მოგვარებულია.