საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ კანონი დაარღვია და საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ საჯაროდ დააფიქსრა რომ ხმა კახა კალაძეს მისცა. კუჭავამ საკუთარი არჩევანი ვაკის საარჩევნო ოლქში 76-ე უბანზე გააკეთა.
კახა კუჭავას პროგნოზით, არჩევნების მეორე ტური დედაქალაქში საჭირო არ იქნება და კახა კალაძე არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.
მან ასევე შეაფასა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტი. პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაუმალავს რომ მისთვის რთული დასაჯერებელი იყო სააკაშვილის საქართველოში ყოფნა.
რაც შეეხება უშუალოდ დაკავების ფაქტს, კახა კუჭავა ამბობს, რომ მას პირადად ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა მოისმინა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის მოგზაურობას უკრაინიდან საქართველომდე ქვეყნის ხელისუფლება აკონტროლებდა და დააკავეს ისე, რომ არავინ დაშავებულა.