27 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეამ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილებას კენჭი უნდა უყაროს.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის ზამთრის სესიაზე რუსეთის დელეგაციის საპარლამენტო ანსამბლეის წევრობის მიზაშეწონილობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადება, კანონზე დაფუძნებული საერთაშრისო წესრიგის მიმართ მათი უპატივცემულო დამოკიდებულების ნათელი დემონსტრირებაა.
კუჭავამ რამდენიმე დღის წინ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის საუკეთესო საშუალებაა.