პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ოპოზიციური საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა პარლამენტში დაახლოებით ნახევარი საათია მიმდინარეობს და ის სავარაუდოდ, ევროკავშირის დროშის ჩამოხევას უკავშირდება.
არსებული ინფორმაციით, მსგავს ქმედებაზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს და საუბარიც სწორედ ამ საკითხს შეეხება.
შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხიეს.