პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დღეს ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრებს ხვდება. როგორც კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იქნება.
ლელოს ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით კი შეხვედრის ძირითადი საკითხი შარლ მიშელის დოკუმენტი იქნება. მისი თქმით შეთანხმებამდე მისვლა იყო ძალიან რთული, მისი შესრულებაც არ იქნება მარტივი.