იურისტმა კახა კოჟორიძემ ანაკლიაში მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით აღნიშნული მოძრაობა არ იბრძვის კონკრეტული პარტიებისა და ადამიანების წინააღმდეგ, არამედ იბრძვის საქრთველოს მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემების წინააღმდეგ. მისივე განცხადებით რევოლუციურ მასშტაბურ ცვლილებებს სჭირდება მასშტაბური გაერთიანებები და სწორედ ეს არის ამ მოძრაობასთან შემოერთების გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია.