ისტორიული შანსია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა, მიიღოს კონსტიტუცია კონსენსუსით, რაც მათთვის იქნება პოლიტიკური კაპიტალი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, ამ პროცეს სხვა მიზნები არ აქვს, გრადა იმისა, რომ ქვეყანას ჰქონდეს უკეთესი კონსტიტუცია.