"ქართული ოცნების" გენერალური მდივანის კახა კალაძის განცხადებით „ქართული ოცნება“ მომდევნო წლების განმავლობაში გააგრძელებს ყოველდღიურ ზრუნვას და მუშაობას რათა ღირსეულად უპასუხოს იმ გამოწვევებს რომელიც ჯერ კიდევ არსებობს გურიაში.
მისივე თქმით, წინ უამრავი გამოწვევაა და არსებობს პრობლემები როგორც ამ რეგიონში, ასევე ქვეყანაში. ლანჩხუთში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენიაზე მოსულ მოსახლეობას, თბილისის მერი, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, პრობლემებზე, ყოველდღიურ გამარჯვებას დაჰპირდა.