თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ და თანაბარ პირობებში მიმდინარეობს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა, თუმცა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ეს არჩევნები მაღალ შეფასებებს მიიღებს.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის განცხადებით ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა თანაბარ პირობებში ჩაატაროს საარჩევნო კამპანია.