ვარდების მოედანზე, რუსთაველის 37-ში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს მხარდამჭერებთან ერთად ესწრებოდა თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. შეკრებილ მხარდამჭერებს კახა კალაძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ის გეგმები გააცნო, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში გუნდთან ერთად განახორციელებს.