კახა კალაძის გუნდის წევრი ვარ და მზად ვარ, შევასრულო ყველა ის ფუნქცია და იმ პოზიციაზე დავდგე, რომელიც უკეთესი იქნება ქალაქისთვის, მერიისთვის და რა თქმა უნდა, ბატონი კახას გუნდისთვის, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მან შესაძლოს თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა დაიკავოს. რაც შეეხება იმას, თუ რა მიმართულებას ჩაიბარებს ირაკლი ხმალაძე იმ შემთხვევაში თუ ის მერის მოადგილე გახდება, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება კახა კალაძემ უნდა მიიღოს. კომენტარი მერის მოადგილედ დანიშვნის ტაობაზე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემაც გააკეთა.