დედაქლაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შემთხვევა, რომ საბავშვო ბაღში აღსაზრდელებისთვის განკუთვილი პროდუქტი არ იყოს, არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც 176-ე ბაღში პროდუქტების არქონის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა თბილისის მერმა ასევე ოპოზიციის იმ ინიციატივასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც გასცა პასუხი, რომლის მიხედვითაც კომუნალური გადასახადების დასაფარავად 120-ლარიანი ვაუჩერები უნდა გაიცეს.
თბილისის მერის თქმით, ყველა ღონისძიებასთან დაკავშირებით, რაც შეეხება არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.