კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსებში ბუნებრივი აირის გაჟონვის ამომცნობი დეტექტორები უახლოეს თვეებში დამონტაჟდება - Palitra News

კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსებში ბუნებრივი აირის გაჟონვის ამომცნობი დეტექტორები უახლოეს თვეებში დამონტაჟდება

2019-04-08 13:09:31+04:00

თბილისის მერის განცხადებით, რეგულაციები, რომელიც ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში ამოქმედდება. კახა კალაძე, საცხოვრებელ კორპუსებში ბუნებრივი აირის გაჟონვის ამომცნობი დეტექტორების დამონტაჟების აუვილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ შეთანხმება აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე მიღწეულია. მისივე თქმით, მოსახლეობის მხრიდანაც სიფრთხილეა საჭირო რადგან კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობლები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.