თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი მარშრუტი დგინდება, იმისთვის, რომ არ მოხდეს მარშრუტების დუბლირება და ავტობუსის, მიკროავტობუსისა და მეტროს გადაადგილება ერთმანეთთან თანხვედრაში მოდიოდეს.
დედაქალაქის მერის განმარტებით, ის თუ როგორ შეიცვლება თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, საზოგადოებას დეტალურად პარასკევს წარედგინება.