თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მომდევნო დღეების განმავლობაში გამოაცხადებს შესყიდვას მიკროავტობუსებზე და პირველ ეტაპზე 300 ერთეულს შეისყიდის. როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განმარტა, მიკროავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან იყო კონსულტაციები, სადაც გადაწყდა რომ თბილისის მერიას ექნება შესაძლებლობა ტრანსფერის სახით დამატებითი თანხის წამოღების და ეს თანხები იქნება გამოყენებული მიკროავტობუსების შესაძენად.