"ქართული ოცნების" გენერალური მდივანის კახა კალაძის განცხადებით მეორე ტური ჩვეულებრივ ჩატარდება პროცესისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს. მისი თქმით, თუ ვინმეს აქციების დროს რაიმე გადაცდომა ექნება, ამაზე სახელმწიფო შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ხოლო გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება დაცვა კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს. მისივე განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მშვიდი პოლიტიკური ვითარება იყოს, რადგან ამას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
კალაძე შედეგებსი გადათვლის პროცესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ 11 უბნის მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არცერთ უბანზე არ მომხდარა არჩევნების გაყალბება. ყველა ამ უბნის შემთხვევაში, ოქმებში დაშვებული უზუსტობები იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის. კალაძე ამბობს, რომ მონაცემების დაზუსტება ადასტურებს, რომ ოპოზიციის საუბარი არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის შესახებ, ფარსია და მას არავითარი საფუძველი არ გააჩნია.
კალაძის თქმით, კრიმინალური წარსულის მქონე პოლიტიკურ ძალებს არ მისცემენ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას.