დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან სამი ღამის განმავლობაში კონკრეტულად კი ღამის პირველის ნახევრიდან 4 საათამდე ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს.
როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დახაზვითი სამუშაოები მთლიანად დასრულდება, ჭავჭავაძის გამზირზე ახალი სქემით მოძრაობა დაიწყება.