„ქართული ოცნება“ ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ქართული ოცნება“ არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ, თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას - ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს. არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ პატივი უნდა ვცეთ ყველა ამომრჩეველს, თითოეული მათგანის არჩევანს, რომელიც გამოიხატა როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაში. შეგახსენებთ, რომ პანდემიის უმძიმეს პირობებში, პარტიების მიმართ, საკუთარი ნება 2 მილიონამდე ადამიანმა გამოხატა, საიდანაც, მილიონამდე ადამიანმა მხარი სწორედ „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა“ - განაცხადა კახა კალაძემ.