თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, იქნება თუ არა ის მერობის კანდიდატი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საარჩევნოდ კანდიდატები დასახელდებიან, საზოგადოება ინფორმაციას პირველ რიგში მისგან და პარტიის თავმჯდომარისგან შეიტყობს.
შეგახსენებთ, სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ დედაქალაქის მერობის კანდიდატად ყოფილ მინისტრს ზურაბ პოლოლიკაშვილს განიხილავს.