თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 5-6 ივლისს დედაქალაქში განხორციელებული ძალადობის გამო ყველა მონაწილე კანონის წინაშე პასუხს აგებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, პოლიცია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო, თუმცა, ეს ძალიან რთული იყო იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი ადამიანი იყო სხვადასხვა ლოკაციებზე გამოსული. რაც შეეხება „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეს, როგორც კალაძე ამბობს, მიმდინარე გამოძიებას სრულად ენდობა.