დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული მუნიციპალური სამუშაოების ხარისხის კონტროლს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, უკვე მუშავდება რეგულაციები, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი უფრო ეფექტური გახდება. კალაძე "ვარკეთილის" მეტროში მომხდარ შემთხვევასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.