კახა კალაძის დავალებით ძლიერი ქარის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი გამგებლებმა მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა შეისწავლონ. დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე გამგეობების თანამშრომლებს ასევე მოუწოდა, მოსახლეობას გვერდში დაუდგნენ.