თბილისის მერი კახა კალაძე არ ელოდება, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს. კალაძე ამბობს, რომ ვარკეთილში სადაც სამოქალაქო აქტივისტებთან დაპირისპირება მოხდა არავითარი ინციდენტი არ ყოფილა.
თბილისის მერის ინფორმაციით, აქტივისტებს მადლობა აქვთ გადასახდელი მისთვის, რომ არ მოხდა მთსა და რიგით მოქალაქეებს შორის დაპირისპირება. ამასთან როგორც კალაძე ამბობს, აქტივისტი, რომელზეც საუბარია, რომ მაისური შემოახია მერიაში იმყოფებოდა და ავტოგრაფიანი მაისურიც მიიღო.