თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი, კახა კალაძე, დღეს თბილისის მეტროში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე სადგური დაათვალიერა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განუცხადეს, მერობის კანდიდატი, მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობასთან ერთად, მეტროში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და მეტროს მოდერნიზაციის პროექტზეც იმსჯელა.