თბილისის მერი კახა კალაძე ბარათაშვილის ხიდზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. როგორც მერმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაციის შემდეგ საჭირო გახდა ხიდის მოწესრიგება. მისი თქმით ხიდის სრულად რეაბილიტაციას 6 დღე დასჭირდება ხოლო რაც შეეხება სხვა სამუშაოებს კალაძის განცხადებიტ მარიამობის დღესასწაულზე სრულად მოწესრიგდება ყველაფერი.
ამასთან, მერმა სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბუდაპეშტის ქუჩის სამუშაოები ფაქტობრივად, მთლიანად დასრულებულია, ხოლო კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და განათების ბოძების მონტაჟი, ასფალტის ზედა ფენების დაგება კი, რამდენიმე დღეში დაიწყება.