თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა, უზრუნველყონ სერვისცენტრებში რიგების დაცვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი პატარა სივრცეში აღარ იყოს შეკრებილი. მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე გამგებლებს დაავალა, უფასო სასადილოებში მაქსიმალურად ყველა მოხუცებულს დაურიგონ პირბადე.
თბილისის მერის თქმით, რეკომენდაციების დაცვით მოქალაქეებმა უნდა დაიცვან როგორც საკუთარი ასევე იმ ადამიანების ჯანმრთელობა ვინც კონკრეულ ადამაინებს ემსახურება.