თბილისის მერი კახა კალაძემ სასულიერო პირებს თხოვნით მიმართა, რათა მათ მოუწოდონ მრევლს, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. მერმა სამღვდელობას ასევე სთხოვა, გაძლიერებულად ილოცონ ქვეყნისათვის და მოსახლეობისათვის. კალაძის თქმით, ქართული ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იდგა და ახლა როგორც არასდროს ქვეყანას სჭირდება ერთიანობა.