დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მოსახლეობას ახალი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა.
მერიამ ISUZU-ს მარკის 8 - მეტრიანი და MAN-ის მარკის 10 - მეტრიანი დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შეისყიდა. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირების და ვენტილაციის სისტემები.