თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის 2017 წლის ბოლო სხდომაზე, მერიის მიერ თვენახევრის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერიამ რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. უფრო კონკრეტულად, კალაძემ სხდომაზე ისაუბრა ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ 132 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართები. მისივე თქმით, დღეს კიდევ 35 ოჯახს გადაეცემა ფართები წყნეთში.კალაძემ ასევე ისაუბრა სტრუქტურულ რეფორმასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ბიუროკრატიის შემცირების მიზნით გაუქმდა 19 კომისია და ე.წ. ზონალური საბჭო. როგორც კალაძემ განაცხადა, "მერიას არ უნდა მოერიდოს პასუხისმგებლობის აღება და რეფორმების განხორციელება".