კახა კალაძემ ლილოს ნაგავსაყრელზე არსებულ ინფრასტრუქტურა დაათვალიერა . თბილისის მერის განცხადებით, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტიდან 17 მლნ ლარი გამოიყო. მისივე თქმით, ღონისძიებები გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ტექნოლოგიური უსაფრთხოების სრული დაცვით განხორციელდება და მოწესრიგდება მეთანის სუნთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს.