ფარულ ჩანაწერს ამჯერად თბილისის მერი აქვეყნებს - კახა კალაძემ გრიგოლ ვაშაძის შტაბი "დატროლა". დედაქალაქის მერი „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში, ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ხუმრობით ეხმიანება. სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით კალაძემ ჟურნალისტებთან იხუმრა და მედიის წარმოამდგენლებს სატელეფონო აუდიოჩანაწერი მოასმენინა, რომელშიც კალაძე მერიის თანამშრომელს ტელეფონით უკავშირდება და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლად ეცნობა.ჩანაწერში კალაძე კომპანიის თანამშრომელს ეკითხება თუ ვის აძლევს ხმას არჩევნებზე, რაზეც ის პასუხობს, რომ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის შემოხაზვას აპირებს.