კახა კალაძის ინიციატივით, გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო 30-მდე მხატვარი კედლების მოხატვას დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში განახორციელებს. სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. მერის დავალებით, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში „თბილსერვის ჯგუფმა“ მორეცხვითი სამუშაოები განახორციელა. პარალელურად, მოეწყო განათების ქსელი და დამონტაჟდა სანათები.