თბილისის მერის ინიციატივით, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 18 მოქალაქეს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.
პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები უკვე 900-მდე ოჯახს დაუკანონდა. მუნიციპალიტეტის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.