პარტია „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მომდევნო ოთხი წლის დედაქალაქისთვის პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები დაასახელა.
როგორც კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა, ოთხი წლის განმავლობაში, მან და მისმა გუნდმა შეძლო, რომ შეექმნა მყარი ფუნდამენტი ქალაქის სწორი განვითარებისთვის, რაც მომდევნო ოთხ წელშიც გაგრძელდება.
მისივე თქმით, თბილისის ფუნდამენტური პრობლემების მოსაგვარებლად მან და მისმა გუნდმა 2017 წელს შექმნეს ამბიციური და ამავდროულად რეალისტური პროგრამა, რომელიც შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან შედგებოდა და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით არსებითი, მასშტაბური რეფორმების დაწყებას გულისხმობდა.