პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ენერგეტიკის მინისტრის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტებზე კახა კალაძისა და ოთარ დანელიას შემცვლელები ორი კვირის ვადაში უნდა დანიშნოს. ორივე მათგანმა თანამდებობები დღეს დატოვა. ახალი მინისტრების დანიშვნამდე კახი კალაძისა და ოთარ დანელიას მოვალეობებს მათი მოადგილეები შეასრულებენ.