თბილისის მერია გლდანში, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე განხორციელებული პროექტის მოკვლევა დაავალა. მისივე თქმით, უნდა შემოწმდეს როგორც შესრულებული სამუშაოები, ასევე საპროექტო დოკუმენტაცია.
მისივე თქმით, საჭიროა გლდანში, მიკრორაიონებში შემავალი ქუჩების პროექტირება და სამუშაოების ეტაპობრივი განხორციელება, რათა სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება მოხდეს.
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით კი, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის დაზიანება რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა და აქედან გამომდინარე სანიაღვრე ქსელების გადავსებამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ გლდანში, ახალრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩის საავტომობილო ნაწილზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. აღნიშნულის გამო, ხიზანიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.