დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ფერდთან დაკავშირებით სამუშაოები აგვისტოს ბოლოს მთლიანად იქნება დასრულებული და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება მაჭავარიანის ქუჩის საავტომობილო გზის სრულად აღდგენა.
როგორც თბილისის მერმა განმარტა, 24-საათიანი მონიტორინგისა და ეფექტური საპრევენციო სამუშაოების შედეგად, მიღწეული იქნა მეწყრის დროებითი სტაბილურობა.