ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესები სპეციალური მონიტორინგის სისტემებით გაკონტროლდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები მერიას სთავაზობენ, მონიტორინგთან ერთად განხორციელდეს გამაგრების და სადრენაჟო სამუშაოები. კონკრეტული ღონისძებების შესახებ კი, კალაძის ინფორმაციით, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.