საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ვარაუდობს, რომ "ინტერ რაოსთან" დაკავშირებით საქმე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივა. მისი თქმით, ეს არის ხანგრძლივი პროცესი. "ინტერ რაო"-ს ნიდერლანდური სტრუქტურები, რომლებიც საქართველოში აქტივებს ფლობენ, საქართველოს ხელისუფლებისგან, ლარის გაუფასურების გამო, კომპენსაციას ითხოვენ და ამ მიზნით საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.