აუცილებლად უნდა გავამკაცროთ რეგულაციები მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებისა და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავების შესახებ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ ქალაქში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მიზეზად სამშენებლო მასალის მტვერი დაასახელა. მისივე თქმით, პრობლემაა სამშენებლო მასალის ტრანსპორტირების კუთხითაც. კალაძემ მოადგილეებს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება დაავალა. „პარლამენტი მზად არის თანამშრომლობისთვის, რომ ამგვარი ცვლილებები განხორციელდეს“, - განაცხადა კალაძემ.