თბილისის მერის განცხადებით, მოქალაქეებს აზრის გამოხატვის უფლებას ვერავინ შეუზღუდავს, თუმცა პარლამენტის პიკეტირების შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. როგორც კალაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ აქციის მონაწილეები კანონის ჩარჩოებს არ გასცდნენ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან აქცია 25 ნოემბერს გაიმართება, 26 ნოემბერს კი, როდესაც პარლამენტის პლენარული სხდომა უნდა გაიმართოს, საკანონმდებლო ორგანოს შენობის პიკეტირება იგეგმება.