წლების წინ 1500-1700 მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა დედაქალაქის მასშტაბით, თუმცა ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით მხოლოდ 1000 მიკროავტობუსი იმოძრავებს ქალაქში - დანარჩენ მარშრუტებს ავტობუსები დააკმაყოფილებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში თბილისის მერია დამატებითი ავტობუსების შესყიდვისთვის სატენდერო პროცედურას დაიწყებს.
კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისში 180 ერთეული 8 მეტრიანი ავტობუსის და 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება.
ამასთან, უახლოეს დღეებში თბილისის მერია გეგმავს გამოაცხადოს ბაზრის კვლევა და დაიწყოს სატენდერო პროცედურა, რათა დამატებითი რაოდენობა ავტობუსები შეისყიდოს.