ბოლო კვირების განმავლობაში ვისმენთ დესტრუქციული ძალების მხრიდან ცილისმწამებლურ განცხადებებს და ისინი ყველანაირად ცდილობენ თავიანთი დეზინფორმაციით მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ელექტროგადამცემი ხაზები მშენებლობას ეწინააღმდეგებიან ის ადამიანები, ვინც ზოგადად ქვეყანაში ყველა ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება. მინისტრის განცხადებით ,ამ ძალებში გულისხმობს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ ადგილობრივი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.