ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა მაისის ბოლოს დაიწყება.ამის შესახებ კახა კალაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მოიაზრება თუ არა იგი "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატად. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება" თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძის კანდიდატურას განიხილავს.