ტაქსით მგზავრობის ფასი განსაკუთრებით პირველი დღეების განმავლობაში იყო პრობლემა, თუმცა ეს თემა რეგულირდება და პრობლემა აუცილებლად მოგვარდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსების გაზრდილ საფასურთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია კომპანიებთან, რომლებიც ბაზარზე მუშაობენ. შეგახსენებთ 1 ოქტომბრიდან ტაქსებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რასაც ბაზარზე ტარიფების ზრდა მოყვა.