დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, რეფორმის მთავარი ამოცანაა, რომ ლიცენზია, რომელიც ტაქსის მძღოლებს გააჩნიათ, არ იყოს უბრალოდ ფურცელი და ამ ლიცენზიას ჰქონდეს ღირებულება. მისი თქმით, ტაქსებთან დაკავშირებით დაწყებული რეფორმა ქალაქში ტრანსპორტის მოწესრიგებას შეუწყობს ხელს.
კალაძის შეფასებით, ეს არის რეფორმა, რომელიც ქალაქის ისტორიაში შევა და აუცილებლად თავის როლს შეასრულებს მოქალაქეების კეთილდღეობაში. მისივე თქმით, რეფორმა არ დასრულებულა და წინ კიდევ მესამე ეტაპია.