სოფელ დიღომში სამი მთავარი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე არხების მოწყობის შემდეგ, ასფალტო-ბეტონის ახალი საფარი დაიგება და ეზოებში შესასვლელები მოწესრიგდება. პროექტით გათვალისწინებულია, ასევე, არსებული სამი ერთეული სახიდე გადასასვლელის შეკეთება. აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ სამუსაოებს ქალაქის მერი კახა კალაძე გაეცცნო.