თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით შემოდგომაზე დედაქალაქს 5 საბავშვო ბაღი შეემატება. როგორც მან აღნიშნა 10 დაანონსებული საბავშვო ბაღდან 5-ზე უკვე დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები, რომელთა ჯამური ბიუჯეტი დაახლოებით 11 მილიონი ლარია და მათში დამატებით 1500-მდე აღსაზრდელი შეძლებს სწავლას. მისივე თქმით საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.