თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საკრებულოს უმრავლესობიდან ჯაბა ჯიშკარიანისა და ვახტან შაქარიშვილის წასვლასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო. მისივე თქმით, ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ უმრავლესობა თავის ღირებულებებს ასცდა.
შეგახსენებთ საკრებულოს წევრებმა ჯაბა ჯიშკარიანმა და ვატო შაქარიშვილმა ქართული ოცნებიდან გასვლის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადეს.